„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს

27 ოქტომბერი 2024, 18:24 267 ნახვა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს.

ამის შესახებ, კოალიციის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე განაცხადა.

კოალიციაში აცხადებენ, რომ "არჩევნები გაყალბებულია, ხოლო შედეგები - არალეგიტიმური".

"ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას, ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე დღეს უარს ვამბობ ჩემს საპარლამენტო მანდატზე", - აღნიშნა მალაშხიამ და წაიკითხა სიის ოცეული, ვინც განცხადებას უერთდება: ნანა მალაშხია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიგა ლემონჯავა, თენგიზ თევზაძე, ცოტნე კობერიძე, გიორგი კირთაძე, ივანე ჭყონია, ხათუნა სამნიძე, ოქტაი კაზუმოვი, მაია კოპალეიშვილი, ბორის ყურუა, ანა გოგოლაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გიორგი იმედაშვილი, ელენე ხოშტარია, სოფო გოლეთიანი, მარიკა არევაძე, ანი ქავთარაძე, თორნიკე ბიკაშვილი.

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით (1 118 796 ხმა) ლიდერობს. 

შედეგების მიხედვით „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ მეორე ადგილზეა. კოალიციამ 11.03% (228 821 ხმა) მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში