არჩევნები იყო კონკურენტული, რადგან ამომრჩევლებს შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ 18 საარჩევნო სუბიექტს შორის - პია კაუმა

27 ოქტომბერი 2024, 20:08 304 ნახვა

არჩევნები იყო კონკურენტული იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ამომრჩევლებს შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ 18 საარჩევნო სუბიექტს შორის, - აის შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, პია კაუმამ განაცხადა.

საერთაშორისო დამკვირვებლის თქმით, არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს შორისაც იყო საკმაოდ აქტიური კონკურენცია.

„არჩევნები იყო კონკურენტული იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ამომრჩევლებს შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ 18 საარჩევნო სუბიექტს შორის. ეს არჩევნები არ იყო უბრალოდ არჩევანის გაკეთება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, არამედ ოპოზიციურ პარტიებს შორისაც იყო საკმაოდ აქტიური კონკურენცია“, - აღნიშნა დამკვირვებელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში