საჩივრების განხილვა საოლქო კომისიებში 

30 ოქტომბერი 2024, 11:50 322 ნახვა

ბათუმის 79-ე  საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული 120-მდე  საჩივარი უნდა განიხილოს, მათგან  70-მდე პროცედურულ დარღვევებზე, ხოლო 50-მდე   საჩივარი  შემაჯამებელ ოქმებში უზუსტობებთან დაკავშირებით  არის დაწერილი. ოლქის თავმჯდომარის განცხადებით,   სავარაუდოდ,   ბათუმის ორი, მე-8 და 64-ე უბნის ხმებს  ხელახლა დაითვლიან.

საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებულ  9 საჩივარს განიხილავს დღეს ხელვაჩაურის 83-ე საოლქო საარჩევნო კომისია. საჩივრების ავტორები სადამკვირვებლო ორგანიზაციები  ,,და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაა“.  

სულ ოლქში 15 საჩივარი შევიდა, მათ შორის შემაჯამებელ  ოქმებთან დაკავშირებით, რომლებზეც ოლქი უკვე ხვალ იმსჯელებს.  83-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ  დღეს განმარტება გააკეთა ასევე მე-16 საარჩევნო უბანზე ხმის მთვლელ აპარატებთან დაკავშირებით.  

ომარ ვარშანიძის განმარტებით, სამი ხმის მთვლელი აპარატიდან არჩევნების შედეგები ორიდან ამოიბეჭდა, ერთს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, თუმცა მონაცემები  მისი თქმით, ცესკოს ონლაინ რეჟიმში გადაეცემოდა და ასევე ბიულეტენები ფიზიკურადაც გადაითვალეს,  რის საფუძველზეც შედეგები ხელახლა შეჯამდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში