სარჩელების განხილვა სასამართლოში

03 ნოემბერი 2024, 19:59 297 ნახვა

ბათუმის სასამართლომ არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა. იურისტები საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ, რადგან უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, როგორც თავად ამბობენ, დარღვეული იყო ხმის ფარულობა. საუბარია ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერით გაფერადებული რგოლის გამოჩენაზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დააყენეს შუამდგომლობა,  თვალსაჩინოებისთვის მომხდარიყო  ნებისმიერი ერთი უბნის დათვალიერება, თუმცა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ  ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ არჩევნების დღეს სადამკვირვებლო მისიებს ამ თემასთან დაკავშირებით საჩივარი არ დაუწერიათ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში