შუახევში მათემატიკის მოყვარულთა კლუბის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. კლუბის წევრები VII-VIII კლასის მოსწავლეები არიან, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ.
აქტიური მონაწილეობისთვის კლუბის წევრები სერთიფიკატებით, ხოლო პედაგობები მადლობის ბარათებით დაჯილდოვდნენ.
პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას, ჩართულობის გაზრდას სხვადასხვა ღონისძიებაში, მოყვარულთა კლუბსა და საგნობრივ კონკურსებში, კონფერენციასა და ოლიმპიადაში.