სკოლები დირექტორების გარეშე-რატომ არ ნიშნავს შემცვლელს განათლების სამინისტრო?

18 სექტემბერი 2020, 18:42 1977 ნახვა

აჭარის საჯარო სკოლების დირექტორთა ნაწილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, განათლების სამინისტრო კი ხელმძღვანელების დანიშვნას არ ჩქარობს-განცხადება ნაციონალურ მოძრაობაში გააკეთეს. ოპოზიცია ამ პროცესს არჩევნებს უკავშირებს, ასმათ დიასამიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ხალხის განაწყენებას ერიდება. პარტიაში მოითხოვენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დროებით მოვალეობის შემსრულებლები არჩევნებამდე დაინიშნონ, რადგან სკოლებს პანდემიის პროცესში პასუხისმგებელი პირი სჭირდება. აჭარის განათლების სამინისტროს საპასუხო კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში