განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში რეგისტრაციის გაუქმებაზე რეაგირებას ახდენს.
ცენტრში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ცენტრის განმარტებით რეკომენდაციების დიდი ნაწილი, გამოსწორებულია და რჩება გარკვეული საკითხები, რაზეც მუშაობას გააგრძელებენ, ვიდრე რეგისტრაცია არ აღდგება.
ბრიფინგზე ასევე განმარტეს, რომ რეგისტრაციის გაუქმება საქართველოში გაცემული დიპლომების კვალიფიკაციის აღიარებას, გაცვლითი პროგრამების გაუქმებას ან საერთაშორისო გრანტების შეჩერებას არ უკავშირდება.