ცვლილება განათლების კანონში

21 აპრილი 2017, 00:00 1830 ნახვა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. ინიციატივის მიხედვით, ნებისმიერ სტუდენტს, მიუხედავად იმისა - არის  თუ არა ის სტუდენტური  თვითმმართველობის წევრი, შეეძლება საფაკულტეტო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა. კანონპროექტი სტუდენტური თვითმმართველობის დეცენტრალიზაციას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტურ თვითმმართველობას ცენტარლიზებული ფორმა აღარ ექნება. ასევე მისი მთავარი ფუნქცია სტუდენტთა დაცვა იქნება და არა მასშტაბური ღონისძიებების გამართვა.  ნებისმიერ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება ალტერნატიული გაერთიანებები შექმნას.

ამავე კატეგორიაში