ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე არჩევნები გამოცხადდა. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დადგენილება უკვე გამოსცა.
ბსუ-ს რექტორობის მსურველთა განცხადებების მიღება 6 იანვრიდან დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. კანდიდატებს მოეთხოვებათ უმაღლესი განათლება, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. ასევე, 5 წლიანი სამოქმედო გეგმა და სხვა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის ჩამონათვალიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
ახალი რექტორი ბსუ-ს 22 იანვარს უნდა ჰყავდეს. არჩევნები ფარული კენჭისყრით 21 იანვარს, 15:00 საათზე ჩატარდება. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს აკადემიური საბჭოს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. საბჭოში სულ 11 წევრია, შესაბამისად კანდიდატმა მათგან მინიმუმ 6-ის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს 4 წლის ვადით აირჩევენ.
ბსუ-ს არჩევნები მონაწილეობის უფლება აღარ აქვს ყოფილ რექტორს, მერაბ ხალვაშს.