ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობაზე რჩება

05 ივნისი 2017, 00:00 11486 ნახვა

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს მედიკო გვენეტაძეს მოსწავლეების მშობლები სოლიდარობას უცხადებენ. მშობლები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ გვენეტაძის თანამდებობიდან გადაყენებაზე მსჯელობა უსაფუძვლოა, რადგან ის კარგი მენეჯერია.  სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა მედეა გვენეტაძის მიმართ დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. საბჭო გვენეტაძეს თანამდებობას უნარჩუნებს.

როგორც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, სამინისტროში საჩივრები ხშირად ფიქსირდებოდა. უწყებაში განმარტავენ, რომ განცხადებით, სხვადასხვა ფინანსურ დარღვევასთან ერთად, სკოლაში ისეთი თანამშრომლები იყვენენ რეგისტრირებული, რომლებსაც წლების განმავლობაში საერთოდ არ უმუშავიათ და ხელფასს იღებდნენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში