ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 3 სკოლის რეაბილიტაციას დააფინანსებს

20 ივნისი 2017, 00:00 2989 ნახვა

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონის მასშტაბით 3 სკოლის რეაბილიტაცია. ასევე საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნებისა და ინგლისური ენის მასწავლებლების გადამზადება.

პროექტი “პროფესიული განვითარება ეკონომიკის განვითარებისთვის”- ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა –2014 წელს დაიწყო და 2019 წლისთვის უნდა დაასრულოს. ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი ინოვაციური სააგენტო საქართველოში პროექტებისთვის 5 წლის განმავლობაში 140 მილიონი დოლარს ხარჯავს.

ამავე კატეგორიაში