''ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის''

15 აგვისტო 2017, 00:00 2982 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში, საჯარო სკოლებში, ვაკანსეიბის შევსების მიზნით აჭარის განათლების სამინისტრო ქვეპროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში განაცხადების მიღებას აგრძელებს.

ვაკანსიები ძირითადად ინგლისურის, მათემატიკისა და  საბუნებისმეტყველო საგნებს  ეხება. მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ პირობებს და უნდა გაიარონ ორ-ეტაპიანი შესარჩევი კონკურსი. დასაქმებული პედაგოგები. გარდა სახელფასო შრომითი ანაზღაურებისა, აჭარის განათლების, სამინისტროსგან  მიიღებენ დამატებით ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში