განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

15 აგვისტო 2017, 00:00 2667 ნახვა

საქართველოს განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს. თაღლითური ჯგუფების გააქტიურებიდან გამომდინარე, სამინისტრო აბიტურიენტებს თხოვნით მიმართავს,  დააზუსტონ, მათ მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენს თუ არა ავტორიზებულ სუბიექტს.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია რომ თანხების გამოძალვის მიზნით, ინტერნეტსივრცეში ბოლო დროს, აბიტურიენტებს გამოცდების გარეშე სრულიად გაუგებარ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას სთავაზობენ, საიდანაც, თითქოს შესაძლებელია სტუდენტმა სწავლა მისთვის სასურველ ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტში პირველივე სემესტრში გააგრძელოს.

ამავე კატეგორიაში