''ევროკავშირის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია''

05 სექტემბერი 2017, 00:00 2374 ნახვა

''ევროკავშირის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია”  ამ თემაზე იმსჯელებენ საზაფხულო სკოლაში, რომელიც  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.  მასში  7 ქვეყნის 25 სტუდენტი მონაწილეობს.

ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებს ლექციებს ადგილობრივი და მოწვეული პროფესორები  წაუკითხავენ.  საზაფხულო სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით გაიხსნა. 

ამავე კატეგორიაში