სკოლის ბუფეტების შემოწმება იწყება

20 სექტემბერი 2017, 00:00 4903 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლის ბუფეტებში გეგმიურ ინსპექტირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს. შემოწმდება აჭარაში მოქმედი სასწავლო დაწესებულებებიც. პირველ ეტაპზე  მონიტორინგი, მაღალი რისკის მქონე სკოლის ბუფეტებში ჩატარდება. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლებს სანქციები დაეკისრებათ. 

სკოლის ბუფეტების გეგმურ შემოწმებასთან ერთად მაკონტროლებლები არაგეგმიურ ინსპექტირებასაც ახორციელებენ, ასევე დოკუმენტურ შემოწმებას ატარებენ. საჭიროების შემთხვევაში კი ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშებს აიღებენ. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს, ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე, გეგმური ინსპექტირებით 108 სკოლის ბუფეტი შემოწმდა. არაგეგმური მონიტორინგი ერთ სკოლაში განხორციელდა და 141 სკოლა კი  გადამოწმდა.  სასწავლო დაწესებულებები,  სადაც დარღვევები დაფიქსირდა,  კიდევ ერთხელ გადამოწმდება.

ამავე კატეგორიაში