დეკანოზის პროტესტი

29 სექტემბერი 2017, 00:00 2148 ნახვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე, პროტესტის ნიშნად, უარს აცხადებს - ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გიორგი მამალაძე სატელეფონო ზარებს ვერ ახორციელებს, რაც მისი ინფორმაციით, მიზანმიმართულად ხორციელდება. ამის გამო მამალაძემ საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა.

გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულების, მათ შორის, გიორგი მამალაძის მიერ სატალეფონო ზარების განხორციელების დროს, დაფიქსირდა მცირე ტექნიკური ხარვეზი, რაც უკავშირდებოდა ჭარბ ნალექს.  
ფაქტთან დაკავშირებით, მსჯავრდებულმა მოითხოვა ომბუდსმენის ოფისთან დაკავშირება, რის შემდეგაც იგი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ადგილზე მოინახულა. 

შეგახსენებთ, რომ დეკანოზს 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა შურისძიების მოტივით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

ამავე კატეგორიაში