მახინჯაურის და ფერიის მცხოვრებლები საბავშვო ბაღების გარეშე

19 დეკემბერი 2017, 00:00 4815 ნახვა

სამი საბავშვო ბაღის გახსნა დაგვიანდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მახინჯაურის, ფერიისა და მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბაღი, სავარაუდოდ, იანვარში გაიხსნება. გადადების მიზეზად რამდენიმეჯერ ჩავარდნილი ტენდერი სახელდება.

საქმე ეხება საყოფაცხოვრებო ნივთების შესყიდვას. შენობების რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა დასრულებულია. რაც შეეხება თანამშრომელთა შერჩევას, 900-მდე განაცხადია შესული ბაღების დირექტორების, პედაგოგების, ძიძების, მზარეულების პოზიციებზე, სამივე ბაღში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა კი ჯერ-ჯერობით 60-ია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში