ანტიბიოტიკი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

27 დეკემბერი 2017, 00:00 6508 ნახვა

ანტიბიოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები ყოველდღიურად იზრდება, სტატისტიკა შემაშფოთებელია. წამლისადმი რეზისტენტული ბაქტერიებით დედამიწაზე დღეში 2 ათასამდე ადამიანი იღუპება. 

ანტიბიოტიკი, რომელსაც პაციენტებს საჭიროების მიხედვით უნიშნავენ, ყველა ბაქტერიას არ კლავს, ერთი ნაწილი ცოცხალი რჩება და ძლიერდება. სწორედ მას უწოდეს ‘’სუპერბაქტერია’’, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი მედიცინის საკითხებში, პოსტ ანტიბიოტიკურ აპოკალიფსზე საუბრობს.

‘’სუპერბაქტერიებს თუ არ მოვერიეთ საქმე თანამედროვე მედიცინის დასასრულის დასაწყისთან გვექნება. ანტიბიოტიკი ყოველდღიურ ბაქტერიულ ინფექციასთან საბრძოლველად და  სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დროს გამოიყენება. პაციენტების დაცვის უნარს ნელ ნელა ვკარგავთ’’ - ამბობს დემ დეივისი

სპეციალისტები სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემების წარმომადგენლებს ანტიბიოტიკების მეტ რეგულირებას, მათ შეზღუდვას ურჩევენ. აფრთხილებენ ყველაზე უარესისთვის მოემზადონ. შექმნან საგანგებო ეროვნული პროგრამა იმ დღისთვის, როცა ანტიბიოტიკები არაეფექტური გახდება.  

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, ანტიბიოტიკებს მარტო მედიცინაში არ გამოიყენებენ, ის ადამიანის და ცხოველების საკვებშიც არის. გარემო ანტიბიოტიკებით დაბინძურებულია იმაზე მეტად, ვიდრე ადამიანებს წარმოუდგენიათ - ამბობენ ექსპერტები.

ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების ინფექციებით, დედამიწაზე ყოველწლიურად 700 ათასი ადამიანი იღუპება.

ამავე კატეგორიაში