სპეციალური სასწავლო კურსი

17 თებერვალი 2018, 00:00 2427 ნახვა

უსინათლო და მცირემხედველთა სპეციალისტების მომზადების სასწავლო კურსი ლექტორ - მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, საჯარო სკოლის პედაგოგებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა გაიარეს. გაკვეთილები  როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობასაც მოიცავდა.

ტრენინგის ფარგლებში, თვალახვეული მონაწილეები სივრცეში ორიენტირებასა და საყოფაცხოვრებო დავალებებს ასრულებდნენ. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკული დავალებებიც შეასრულეს. პროექტის ფარგლებში გერმანიის საგანმანათლებლო ცენტრი ,,ბლისტას" მხარდაჭერით საქართველში პირველი უსინათლოთა და მხედველობა დაქვეითებულთა კონსულტირების ცენტრი გაიხსნება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში