სკოლებში  ექსტერნის გამოცდები დაიწყო 

15 მარტი 2018, 00:00 2045 ნახვა

სკოლებში ექსტერნის გამოცდები დაიწყო. ბათუმში გამოცდას 100 მოსწავლე აბარებს. ისინი საგნის, სემესტრის ან მთელი წლის გამოცდებზე არიან დარეგისტრირებული. ეს ის მოსწავლეები არიან, ვისაც ქვეყანაში არყოფნის თუ სხვა მიზეზის გამო ასაკის შესაბამისად რომელიმე კლასის სასკოლო პროგრამა აქვს ჩასაბარებელი. გამოცდები სკოლების ორგანიზებით ტარდება.

თითოეულ საგანში გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამონაკლისია მეთორმეტეკლასელები, რომლებიც 5 საგანში გამოცდას ცენტრალიზებულად ჩააბარებენ. დამამთავარებელი კლასის მოსწავლეებისთვის საქართველოს განთლების სამინისტრო ექსტერნის გამოცდას 20-დან 24 მარტის ჩათვლის პერიოდში ჩაატარებს.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში