ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა - მანდატურის სამსახურის ახალი ფუნქცია

10 აპრილი 2018, 00:00 2535 ნახვა

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, უსაფრთხოების დაცვაც განისაზღვრება.

გარდა ამისა, მანდატურის სამსახურის ფუნქციებად განისაზღვრება - ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, მათი მშობლების, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების და მასწავლებლებისათვის. კანონპროექტის მიხედვით, იცვლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დანიშვნის წესი. პროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.

ამავე კატეგორიაში