მეორეკლასელებისთვის გაკვეთილი 5 წუთით მცირდება

12 აპრილი 2018, 00:00 4934 ნახვა

ახალი სასწავლო წლიდან, მეორეკლასელებისთვის საგაკვეთილო პროცესი 5 წუთით შემცირდება. მოსწავლეებს გაკვეთილზე ყოფნა 45 წუთის ნაცვლად, 40 წუთის განმავლობაში მოუწევთ.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, სკოლებში სხვა სიახლეებიცაა დაგეგმილი.

პირველიდან მე-6 კლასამდე, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაინერგება. ბავშვებს შრომა შეუმსუბუქდებათ, საშინაო დავალებების დიდი ნაწილი სკოლის აქტივობებში გადაინაცვლებს. ასევე შინაარსობრივად და ტექნიკურად განახლებული სახელმძღვანელოები დაიბეჭდება. 

‘’მეთოდოლოგიური მიდგომა განსხვავებულია, ისინი განტვირთულია და ასაკთან მეტად არის შესაბამისობაში მოყვანილი. ახალი სასწავლო წელი, მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ გვინდა მოსწავლეები მეტად იყვნენ უნარებზე ორიენტირებულები და ნაკლებად - დაზეპირებაზე. მეტად აზროვნებასა და ლოგიკაზე და ნაკლებად - ტვირთადქცეულ დავალებებზე, რომელიც მოსწავლეს არაფერს აძლევს,“  - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ახალი სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 17 სექტემბერს დაიწყება. 

ამავე კატეგორიაში