კონსერვაციული განათლების სასწავლო მოდულის პრეზენტაცია

20 აპრილი 2018, 00:00 1572 ნახვა

კონსერვაციული განათლების სასწავლო მოდულის პრეზენტაცია გაიმართა დღეს აჭარის განათლების სამინისტროში. პროექტი მომზადდა მხოლოდ აჭარის სკოლებისთვის, რომლის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ადამიანისა და გარეული ცხოველების ურთიერთდამოკიდებულებაზე, ველური ბუნების როლზე, ეკონომიკურ მნიშვნელობასა და კონსერვაციის აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე ითქვა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს მაღალმთიან აჭარაში გარეული ცხოველების მიერ შინაურ ცხოველებზე თავდასხმების რისკის შემცირებას შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების სწავლებით. წინამდებარე სახელმძღვანელო მომზადებულია „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ ექსპერტების მიერ. 

ამავე კატეგორიაში