პირველკლასელთა 250 ვაკანტური ადგილი 

11 მაისი 2018, 00:00 2062 ნახვა

პირველკალსელთა საყოველთაო რეგისტრაციიდან სამ დღეში ბათუმის საჯარო სკოლებში 250-ზე ნაკლები ადგილი რჩება. რეგისტრაცია შესაძლებელი მხოლოდ 11 სკოლაში, ძირითადად გარეუბნებში. რესურსცენტრში არ გამორიცხავენ, რომ დამატებით ადგილებზე ხელახალი რეგისტრაციის გამოცხადება გახდეს საჭირო.

 გოჩა დავითაძის თქმით, დაურეგისტრირებელი მოსწავლეების ბაზები სკოლებში შეიქმნება და მონაცემების შესაბამისად მიიღებენ გადაწყვტილებას. შესაძლოა რამდენიმე სკოლაში დამატებითი კლასები გაიხსნას, თუმცა გოჩა დავითაძის მტკიცებით, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზის არ არსებობის გამო  ეს არ იგეგმება ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად 1, 2, 3 და 8 საჯარო სკოლებში. წელს პირველკლასლეებისთვის 2 ათას 660 ადგილია გამოყოფილი, 2400-ზე მეტი მოსწავლე უკვე დარეგისტრირდა.  

ამავე კატეგორიაში