მანდატურის სამსახურის რეფორმა

20 მაისი 2018, 00:00 1717 ნახვა

სკოლაში მანდატურის სამსახურის რეფორმირების ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტში მომავალ კვირას გაგრძელდება. კანონპროექტის მიზანი უსაფრთხო გარემოს შექმნაა სკოლებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე შს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის კოორდინაციის გაზრდა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იცვლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დანიშვნის წესი. კერძოდ, მანდატურს დანიშნავს და გაათავისუფლებს საჯარო მანდატურის სამსახურის უფროსი. ინიციატივისადმი კრიტიკულია საპარლამენტო ოპოზიცია.

ამავე კატეგორიაში