''ვისწავლოთ მომავალი წარმატებისთვის'' პროგრამის ფარგლებში წელს მაღალმთიან აჭარაში 25 პედაგოგი დასაქმდა

22 ივნისი 2018, 00:00 1625 ნახვა

''ვისწავლოთ მომავალი წარმატებისთვის'' პროგრამის ფარგლებში წელს მაღალმთიან აჭარაში 25 პედაგოგი დასაქმდა. პროექტი კვლავ გრძელდება და იმ მუნიციპალიტეტების  საჯარო სკოლებში სადაც კვალიფიციური პედაგოგების საჭიროებაა  განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

პედაგოგები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. შერჩეული პედაგოგები სრულ და არასრულ თვეზე დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით. 2011 წლიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 130  მასწავლებელი დასაქმდა.

ამავე კატეგორიაში