ცვლილება ეროვნული გამოცდების განრიგში

30 ივნისი 2018, 00:00 1593 ნახვა

მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში ცვლილებაა. 2 და 3 ივლისის ნაცვლად გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 4-5 ივლისს ჩატარდება. აბიტურიენტები, რომლებიც გამოცდაზე 2 ივლისს, 14:00 საათზე, უნდა გამოცხადებულიყვნენ ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე  3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე.

5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტების უმეტესობას უკვე ამობეჭდილი აქვს საგამოცდო ბარათი, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. აბიტურიენტი გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდეს.

ამავე კატეგორიაში