27 906 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

30 აგვისტო 2018, 00:00 1982 ნახვა

აბიტურიენტების 70% სტუდენტი გახდა, საერთო ჯამში 27 ათას 906 სტუდენტი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და სტუდენტი ვერ გახდა 12 000 ახალგაზრდა, უნივერსიტეტებში კი  14 569 ვაკანტურიადგილი დარჩა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის  ინფორმაციით, წელს სახელმწიფომ 10 ათას  614 სტუდენტი დააფინანსა, საიდანაც  სასწავლო გრანტი 6 ათას  543-მა სტუდენტმა მოიპოვა. 

მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ჩარიცხული აბიტურიენტების რაოდენობა წელს 1%-ით გაიზარდა. 

ამავე კატეგორიაში