ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

31 აგვისტო 2018, 00:00 10155 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტმა  ავტორიზაცია გაიარა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს 6 წლიანი ავტორიზაცია მიანიჭა.

საბჭოს შემადგენლობაში უცხოელი ექსპერტები მონაწილეობდნენ, უნივერსიტეტის ძლიერ მხარედ განვითარების მაღალი შესაძლებლობა, მომავალზე ორიენტირება  და რეფორმების კუთხით აქტიურობა განისაზღვრა.

ამავე კატეგორიაში