ჩარიცხვის მაღალი მაჩვენებელი ბათუმის უნივერსიტეტებში

04 სექტემბერი 2018, 00:00 3606 ნახვა

14 ათას 500-ზე მეტი ადგილი დარჩა ქვეყნის მასშტაბით უმაღლეს სასწავლებელში - აქედან მხოლოდ 32 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ადგილები დარჩა ძირითადად გერმანულისა და ფრანგული ენის ფილოლოგიის სპეციალობებზე.  საერთო ჯამში ჩარიცხულთა მაჩვენებლით  ბოლო 8 წლის განმავლობაში ბსუ-ს წელს ყველაზე კარგი შედეგი აქვს.

წინა წლების მსგავსად კვლავ ყველა ვაკანტური ადგილი შეივსო სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ხელოვნების უნივერსიტეტში კი რამდენიმე პოზიცია დარჩა თავისუფალი, აქ აბიტურიენტების ნაწილმა შემოქმედებითი ტური გადალახა, თუმცა ვერ ჩააბარა ეროვნული გამოცდები. მოკლედ ეს სამი სახელმწიფო სასწავლებელი მოხვდა მოთხოვნის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით პირველ ათეულში.

ამავე კატეგორიაში