პედაგოგების ხელფასი საათობრივი დატვირთვის შესაბამისია

15 სექტემბერი 2018, 00:00 2116 ნახვა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ პედაგოგების   ხელფასი   2022 წელს  საშუალო 1 500 ლარი იქნება.  სწორედ საათების მიხედვით იღებენ ახლა მასწავლებლები ანაზღაურებას, მათ ნაწილს კვალიფიკაციის მიხედვით აქვს დანამატი.

საჯარო სკოლებში საათობრივი ბადე უკვე გადანაწილდა . ის ჯერ საგნობრივ კათედრებზე შემუშავდა. შემდეგ კი პედაგოგიურ საბჭოზე დამტკიცდა. კონკრეტული ვალდებულება  არ არსებობს, თუმცა სკოლებს აქვთ რეკომენდაცია, რომ პირველ ეტაპზე სერტიფიცირებული პედაგოგები დააკმაყოფილონ.  სრული განაკვეთი 18 საათიან განგრიგს მოიცავს და  ანაზღაურება 550 ლარია. 

ამავე კატეგორიაში