სკოლების რეაბილიტაციას კვლავ განათლების სამინისტრო დააფინანსებს

18 სექტემბერი 2018, 00:00 1670 ნახვა

სკოლების ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი კვლავ აჭარის განათლების სამინისტრო იქნება - ინიციატივა იმის შესახებ, რომ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ნაწილი მუნიციპალიტეტებს გადაეცემოდა დროებით შეჩერებულია - ამის შესახებ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა გუშინ „მთავარში“ განაცხადა.

შამილიშვილის თქმით, საკითხი ამჟამად კარგადაა ორგანიზებული სამინისტროს მიერ, ამიტომ ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე კვლავ აღმასრულებელი ორგანოს ამ რგოლში დარჩება. მისივე განცხადებით მუნიციპალიტეტების მერიებს ჯერ საბავშო ბაღების პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი.

ამავე კატეგორიაში