მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა

06 ოქტომბერი 2018, 00:00 1735 ნახვა

მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა FLEX - ის პირველი ტური ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მე-9- მე-11 კლასების 300-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. ტესტირების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, 80 მოსწავლეს შეარჩევენ.

ისინი ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ისწავლიან. ხვალ მეორე ტური ჩატარდება. FLEX - ის ტურებში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი რეგიონის სკოლის მოსწავლეს შეუძლია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში