საგანმანათლებლო პროგრამა სკოლის პედაგოგებისთვის

23 ნოემბერი 2018, 00:00 1900 ნახვა

სამუზეუმო საგანმანათლებლო პროგრამა სკოლის პედაგოგებისთვის. აჭარის მუზეუმებში დაცული ექსპონატების კოლექციებზე დაყრდნობით სპეციალური სასწავლო რესურსი და ელექტრონული ვერსია შემუშავდება. მასალას კი სკოლის პედაგოგებს ტრენინგზე გააცნობენ. 

60 პროეტში მასწავლებელი ჩაერთვება. ეროვნული მუზეუმის თანამშროლები იმყოფებიან ბათუმში, მათ მსგავსი პროექტი დედაქალაქში უკვე განახორციელეს. სპეციალისტები ძირითადად ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მიმართულებით იმუშავებენ. პროექტის მიზანია პედაგოგებმა სასკოლო პროგრამის შესაბამისად, გაკვეთილი სამუზეუმო სივრცეში დამოუკიდებლად ჩაატარონ. პროგრამის ბიუჯეტი 11 ათასი ლარია.

ამავე კატეგორიაში