ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა

06 დეკემბერი 2018, 00:00 1893 ნახვა

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ხუთმა პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა. ტელერადიო ჟურნალისტიკა, ხელოვნებათმცოდნეობა, სამუსიკოს შემსრულებლობა და დიზაინი აკრედიტაციის საბჭომ  7 წლის ვადით დაამტკიცა, კულტურის მენეჯმენტს კი 2 წლით ვადით მიენიჭა.

ახალი სტანდარტით პროგრამული აკრედიტაციისას სასწავლებელს რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება უწევს. მათ შორის ყურადღება ექცევა აკადემიურ და მატერიალურ რესურსს, ასევე ინტერნაციონალიზაციასა და დამსაქმებლებთან თანამშრომლობას.

ხელოვნების უნივერსიტეტს კიდევ 5 საბაკალავრო პროგრამა აქვს, რომელთაც აკრედიტაციის ვადა ეწურება. რექტორის განცხადებით ამ ეტაპზე მზადდება პროგრამები და მას საბჭოს სავარაუდოდ გაზაფხულზე წარუდგენენ.

ამავე კატეგორიაში