სკოლის მშენებლობა ზედა ჭარნალში

01 აგვისტო 2016, 00:00 5036 ნახვა

ზედა ჭარნალში მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში შეხვდებიან. მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, ობიექტზე შიდა და გარე ფასადების მოპირკეთება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, სკოლის ახალ შენობაში სპორტული დარბაზი და მოსახლეობის თხოვნით კვების ობიექტი განთავსდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. სკოლის მშენებლობა 10 სექტემბერს უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება კი  469 ათას 993 ლარია. 

ამავე კატეგორიაში