''ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის'' - შეხვედრა პედაგოგებთან

18 დეკემბერი 2018, 00:00 2178 ნახვა

ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის’’ -  პროგრამის მონაწილეებთან დღეს შეხვედრა გაიმართა. მათ  ფულადი  ჯილდო გადაეცათ. პროგრამას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს  და მისი  მიზანი მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებში კონკურსის წესით დეფიციტურ საგნებში  პედაგოგების  ვაკანსიების შევსებაა.

ამ ეტაპზე 23 სკოლაში ინგლისური ენის, მათემატიკისა და  ქიმიის 30  პედაგოგია დასაქმებული. 2018 წლიდან გარდა სახელფასო ანაზღაურებისა, მასწავლებლები აჭარის განათლების  სამინისტროსგან დამატებით ანაზღაურებას 1000 ლარს იღებენ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში