ორშაბათს სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდება

18 იანვარი 2019, 00:00 2265 ნახვა

სკოლებში სწავლა ორშაბათიდან განახლდება.  ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, გაცდენილი  საათების აღდგენის განრიგს სკოლები თავად შეადგენენ.  სკოლებში მოსწავლეების მიღებამდე სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, რომელიც სწავლის აღდგენის შემდეგაც გაგრძელდება.  

სადეზინფექციო სამუშაოებისთვის შესაბამის ხსნარებს სკოლები საკუთარი ბიუჯეტიდან ყიდულობენ.  სააღმზრდელო პროცესი განახლდება საბავშვო ბაღებშიც.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში