25 დღიანი პაუზის შემდეგ ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა

21 იანვარი 2019, 00:00 2089 ნახვა

25 დღიანი პაუზის შემდეგ, საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. ზამთრის არდადეგები H1N1 ვირუსის გამო გახანგძლივდა. იანვრის დასაწყისში, სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეების მიმართვიანობა მაღალი იყო. 

ბაღებში ბავშვების რაოდენობა, ჩვეულებრივ რეჟიმთან შედარებით ნაკლებია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ამბობენ, რომ სწავლის განახლებამდე შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. 

რაც შეეხება კერძო ბაღებს, აქ პროცესი არ შეჩერებულა. მშობლების გადასაწყვეტი იყო პატარებს ბაღში მიიყვანდნენ თუ არა. 

სასწავლო პროცესი განახლდა საჯარო სკოლებში. დირექტორები ამბობენ, რომ მოსწავლეების დასწრების მაჩვენებელი მაღალია. გაცდენილ საათებს კი შაბათის ხარჯზე აანაზღაურებენ

აჭარის საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სველი წესით დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები და საპირფარეშოები.  

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში, შენარჩუნებულია სტაბილური მაჩვენებელი 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში