უსაფრთხო სკოლის პროექტის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად წლებია მანდატურის სამსახური და მისი გაძლიერება მიიჩნევა

25 იანვარი 2019, 00:00 1677 ნახვა

უსაფრთხო სკოლის პროექტის ერთერთ მთავარ კომპონენტად წლებია მანდატურის სამსახური და მისი გაძლიერება მიიჩნევა. მანდატურები პირველად სკოლებში დაახლოებით 8 წლის წინ გამოჩნდნენ. ამ დროის განმავლობაში მათი ფუნქციები იცვლებოდა და იზრდებოდა კიდეც.

ახლა  მანდატურის სამსახური უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური მომსახურების კომპონენტის გაძლიერებაზეც იზრუნებს. სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობას.

მანდატურები უფრო მეტად პრევენციასა და ზრუნვაზე  იქნებიან ორიენტირებულები. „უსაფრთხო სკოლა“ პროექტის ფარგლებში განათლების სამინისტრო რეფორმებს იწყებს.  ერთ-ერთია საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქციების მქონე მრჩეველთა საბჭოების შექმნა სკოლებში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში