მოსწავლეებს განათლების მინისტრის მოადგილე პასუხობს

29 იანვარი 2019, 00:00 2756 ნახვა

დღეს, საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ბათუმში გამართულ მე-12 კლასელების პრეტენზიებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე გამოეხმაურა. 

მისი განცხადებით აბიტურიენტებთან კომუნიკაციას აუცილებლად დაალაგებენ.

"არ ვიცი რას ამბობენ მე-12 კლასელები, თუმცა ალბათ სამინისტროში გაეცნენ მათ პრეტენზიებს. 
ჩვენ ცხადია, განვიხილავთ რას ამბობენ მოსწავლეები. მნიშვნელოვანია, რომ სწორი კომუნიკაცია მოხდეს აბიტურიენტებთან. აუვუხსნათ ეს გადაწყვეტილება რატომ მივიღეთ, მოვუსმინოთ მათაც. დიდი იმედი მაქვს, რომ მესამე ძალები არ შეუწყობენ ხელს სკოლებში სასწავლო პროცესი ჩაიშალოს და ზოგიერთმა ჯგუფმა პოლიტიკური ქულები დაიწერონ საზოგადოების ნაწილში" - განაცხადა ირინა აბულაძემ. 

დღეს საქართველოს მასშტაბით მე-12 კლასელების აქციები მიმდინარეობს. სკოლის მოსწავლეები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ წელს სკოლის დამამათავრებელი გამოცდების ჩაბარება უწევთ, რომელიც მომავალი წლიდან საერთოდ იხსნება. 

როგორც სკოლის მოსწავლეები ამბობენ, მე-11 კლასში ერთი გამოცდა უკვე ჩააბარეს, ამის შემდეგ მე-12 კლასის გამოცდაც უნდა ჩააბარონ და წინ ერთიანი ეროვნული გამოცდებიც ელით. 

ამბობენ, რომ მე-12 კლასის გამოცდები მათაც უნდა მოეხსნათ, რადგან მომავალი წლიდან სკოლის მოსწავლეები არც ერთ მათგანს არ ჩააბარებენ და პირდაპირ ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადებიან. 

 

 

 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში