განათლების მინისტრი: ”გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის”

30 იანვარი 2019, 00:00 1535 ნახვა

გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის- განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა. მიხეილ ბატიაშვილის თქმით,  გამოცდებთან დაკავშირებით სამინისტრომ მკაფიო პიზიცია ჩამოაყალიბა, თუმცა სხვადასხვა სფეროს სპეციალისტთან კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, უწყება  ჩაერთვება სკოლებში კორუფციის საფრთხეების შემცირების პროცესში და შეიმუშავებს შესაბამის მექანიზმებს.  შეგახსენებთ,  განათლების სამინისტროს განცხადებით, 2019 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება მე-11 კლასელებისთვის, ხოლო 2020 წელს მე-12 კლასელებისთვისაც.

 

ამავე კატეგორიაში