ლადო აფხაზავას პედაგოგის უმაღლესი წოდება მიანიჭეს

22 თებერვალი 2019, 00:00 2852 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, ლადო აფხაზავას პედაგოგის უმაღლესი წოდება - მენტორი-მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. მიხეილ ბატიაშვილი დღეს გურიაში, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელის ერთ-ერთი ფინალისტი, ლადო აფხაზავა ასწავლის.

მინისტრმა ლადო აფხაზავას ფინალისტობა პირადად მიულოცა, სკოლაც დაათვალიერა და საგაკვეთილო პროცესსაც დაესწრო.

 

 

ამავე კატეგორიაში