მსოფლიოში აღიარებული მასწავლებელი ჩიბათიდან

23 თებერვალი 2019, 00:00 1743 ნახვა

მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლიდან, ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა.საუკეთესო ათეული 21 თებერვალს დასახელდა. მანამდე ლადო აფხაზავა 2017 წელს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ყველაზე შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნაა, რომელთაგან გამარჯვებულიც ჯილდოდ მილიონ დოლარს მიიღებს.

ამავე კატეგორიაში