პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა

19 მარტი 2019, 00:00 7949 ნახვა

პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა. ამ კატეგორიის ბავშვებისთვის რეგისტრაციის I ეტაპი 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.

მათივე ცნობით, ამ პერიოდში, დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის მიყვანა სურთ.უწყების ცნობით, 8-დან 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას მშობელს და იმ სკოლას მიაწვდის, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა.

რეგისტრაციის II ეტაპი, 2-დან 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომელთ მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. საყოველთაო რეგისტრაცია - 21 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

ამავე კატეგორიაში