ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური საცხოვრებელი

05 მაისი 2019, 21:15 2703 ნახვა

ლეონიძის 15-ში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალი საერთო საცხოვრებელი გაიხსნა, იგი 200  სტუდენტზეა  გათვლილი.   ოთხსართულიანი საცხოვრებელი სრულად შეესაბამება თანამედროვე  მოთხოვნებს. სტუდენტურ საცხოვრებელს აქვს საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები და ბიბლიოთეკა.  

სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია  ადაპტირებული ბლოკები. მშენებლობისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარი   გამოიყო, თანხის ნაწილი რესპუბლიკური  ბიუჯეტიდან პროგრამული დაფინანსებით  ჩაირიცხა.   სტუდენტთა ძველი საერთო  საცხოვრებელი  გასული    საუკუნის  -60-იან წლებში  აშენდა.     

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში