ხულოში საკუთარი პოზიცია ამომრჩეველთა 40.6 პროცენტმა დააფიქსირა - 15:00 საათის მონაცემები

19 მაისი 2019, 15:53 1965 ნახვა

ხულოში, 3 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 40.6 პროცენტი მივიდა - ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.  ხულოში რეგისტრირებულია 24 123 ამომრჩევლიდან,  საკუთარი პოზიცია 9 782 დააფიქსირა. 

მაღალია აქტივობა ზუგდიდშიც, სადაც 120 837 ამომრჩეველიდან, პოზიცია 39 ათას 678 დააფიქსირა.    

აქტიურობაა საგარეჯოში, სადაც 456 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 56% ანუ 257 ადამიანი, უკვე მივიდა ხმის მისაცემად. 

რაც შეეხება მარნეულს, 99 717 ამომრჩევლიდან მერობის კანდიდატს მხარი 22 ათას 553 დაუჭირა, რაც 22.6%-ია. 

იხილეთ სამი საათის აქტივობის ცხრილი რეგიონებში. 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში