ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტიების წარდგენილი გიორგი სიორიძე აირჩიეს

03 აგვისტო 2021, 18:56 1941 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ახალი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ცესკოში პირველი სხდომა გაიმართა.

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტიების წარდგენილი კანდიდატი გიორგი სიორიძე აირჩიეს.

სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებელ საკითხებზე იმსჯელეს და საარჩევნო გრაფიკი დაამტკიცეს.

კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებამდე პერიოდულად საზოგადოებას სხვადასხვა სახის სერვისებს წარუდგენს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში