ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა

20 სექტემბერი 2021, 11:56 2192 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა. ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" ავრცელებს.  ორგანიზაციის ინფორმაციით, სამოქალაქო საარჩევნო კომისიის კვლევით დადგინდა, რომ საკონსულტაციო ჯგუფში მყოფმა 9 ორგანიზაციამ ცესკო-სგან 2 მილიონ 341 ათას 229 ლარის დაფინანსება მიიღო. ამასთან დადგენილების თანახმად, საკონსულტაციო ჯგუფი ცესკო-ს წარუდგენდა რეკომენდაციებს საარჩევნო დავებზე. სირცხვილია წერს, რომ  ჯგუფი შესაძლოა ჩართულიყო კენჭისყრის შედეგების გადათვლის პროცესშიც.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში