უბნის კურთხევის მოწინააღმდეგე და მომხრე დამკვირვებლები უბნიდან გააძევეს

19 მაისი 2019, 18:32 2613 ნახვა

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ზუგდიდში უბნის კურთხევის გამო, დამკვირვებლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მაია კალანდია ის დამკვირვებელია, რომელიც სასულიერო პირების უბანზე შესვლას შეეწინააღმდეგა. ნეტგაზეთს უყვება, რომ უბანზე არაუფლებამოსილი პირების შესვლა გააპროტესტა.

კალანდიას თქმით,  საჩივრის დაწერასაც აპირებდა, მაგრამ მეორე დამკვირვებელმა  უთხრა, რომ ის “ქრისტიანი არ იყო” და დაუპირისპირდა. 

საბოლოოდ, უბნის საარჩევნო კომისიამ კენჭი ყარა და ორივე დამკვირვებელი უბნიდან ერთდროულად გააძევა.

ზუგდიდში, #5 უბანზე სასულიერო პირებმა უბანი აკურთხეს და საარჩევნო კომისიის წევრებს ზეთი აცხეს.  

მედიასაშუალებასთან კომენტირებისას, დეკანოზი ფრიდონი 8 საათამდე კიდევ რამდენიმე უბანზე მისვლას გეგმავს. "ჩვენ გვევალება, რომ ხალხი ვაკურთხოთ" - განაცხადა დეკანოზმა ლაივპრესთან ინტერვიუში. 

კანონდმებლობის მიხედვით, საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრებისა და აკრედიტირებული დამკვირვებლების და მედიის გარდა, სხვა პირების შესვლა ნებადართული არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას ცესკოსთან ამოწმებს. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში